20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
შეთავაზება ფერმერებს - პირველი სექტემბრიდან ნებისმიერ ფერმერს ახალი ტექნიკის შესაძენად სახელმწიფო თანადაფინანსებას სთავაზობს 

50 მილიონი ლარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად. პირველი სექტემბრიდან ნებისმიერ ფერმერს ახალი ტექნიკის შესაძენად სახელმწიფო თანადაფინანსებას სთავაზობს.

ერთ მოქალაქეზე დაფინანსების მოცულობა საკმაოდ დიდია და მაგალითად, 100 000 ლარამდე ღირებულების სასოფლო ტექნიკის შემთხვევაში, სახელმწიფო მზადაა ღირებულების 35 პროცენტი გადაიხადოს.

გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქეებმა, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულები, უწყებას უთხრეს, რომ დარგს ვერ ავითარებენ საჭირო ტექნიკის არარსებობისა და მაღალი საფასურის გამო. სოფლის მეურნეობის 10 წლიანი პროგრამის ფარგლებში ამავე პირობებით დაფინანსდება კომბაინების შესყიდვაც.

თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს სამინისტროში განცხადების შეტანა სექტემბრიდან შეეძლებათ.

როგორც პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე თქვა, მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები არ ჰყოფნის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ეს პროგრამა მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს. მთავრობის მეთაურმა მიწის რესურსის სრულად ათვისების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

დღის ამბები