20 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
3 666 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა 

27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით - 3 666 ადამიანი დიანფიცირდა.

გარდაიცვალა კიდევ 17 ინფიცირებული პირი. ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 335 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge- ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 42 235, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 27 425, PCR ტესტით - 14 810.

სულ აცრილია - 418 398, დღიურად აცრილია - 13 884.

კორონაპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირდა - 407 689, გარდაიცვალა  5731 ადამიანი, ხოლო ვირუსი დაამარცხა 376 088 პირმა. 

დღის ამბები