20 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
88 ბავშვია კოვიდინფიცირებული და 60-მდე მშობელი, საშუალოდ 16-დან 18%-მდეა ბავშვების ავადობა მთელ მოცემულობაში - მაია ჩხაიძე

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე იმ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მხრივ ახლა კლინიკაშია.

მისი თქმით, დღის განმავლობაში თუ კლინიკაში თავისუფალი საწოლი გამოჩნდა, ის შესაძლოა მალევე უკვე აღარ იყოს და კლინიკაში სხვა პაციენტი შევიდეს.  

"დღეს ჩვენთან დილიდან იყო 88 პაციენტი, პერმანენტულად ხდება გაწერა პაციენტის. ყოველდღიურად საშუალოდ, 14-დან 16 პაციენტამდე ეწერება, მაგრამ ზუსტად ორი საათის განმავლობაში ეს თავისუფალი ადგილები კვლავ ივსება ახალი შემოსული პაციენტებით. მომართვიანობა არის ძალიან მაღალი. 88 პაციენტია ბავშვი კოვიდინფიცირებული და სადღაც 60-მდე მშობელი.

ამ მოცემულობით არის 2 ადგილი თავისუფალი, თუმცა მე რომ თქვენთან ვსაუბრობ, შესაძლებელია სასწრაფომ მოიყვანოს პაციენტი და შეიძლება 10 წუთში აღარ იყოს. ყოველ წუთს ხდება გაწერა და შემოსვლა.

ჩვენ დაახლოებით 20 საწოლის დამატება შეგვიძლია, მეტი რესურსი ჩვენთან არ არის და გავხდებით 175 საწოლიანი კოვიდ მიმღები კლინიკა. სხვა რესურსი ჩვენს კლინიკას არ აქვს,“ – აცხადებს მაია ჩხაიძე.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ კორონავირუსის წინა, მესამე ტალღის პერიოდთან შედარებით, ახლა ბავშვთა ავადობა მომატებულია, მიუხედავად იმისა, რომ დღიური მაჩვენებელი თითქმის იმ პერიოდთან იდენტურია.

"მაჩვენებელი იდენტურია, მაგრამ ბავშვთა ავადობა ბევრად უფრო ნაკლები პროცენტი იყო იმ პერიოდში და მომართვიანობაც ბავშვთა ასაკის ნაკლები იყო. ახლა საშუალოდ 16-დან 18%-მდეა ბავშვების ავადობა მთელ მოცემულობაში. ყოველ კვირაში მთელს მსოფლიოში ემატება ბავშვთა ავადობის რაოდენობა,“ - აცხადებს მაია ჩხაიძე.

 

დღის ამბები