თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე საგანგაში სტატისტიკაზე საუბრობს და მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ვითარება დღეს საკმაოდ რთულია და მოქალაქეები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ.
"დღევანდელი მდგომარეობა არის სრული კატასტროფა. ჩვენ ასეთი მდგომარეობით ზუსტად ერთი წლის წინ უფრო ნაკლები პოზიცია იყო. სიგნალია ეს ყველაფერი იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ერთმანეთს ხელი. დავანებოთ იმ გაუთავებელ ერთი და იგივე საუბარს, რომ რეკომენდაცია უნდა შევასრულოთ, ნიღაბი ვატაროთ და ა.შ. უკვე სასაცილოც კი გახდა ამაზე საუბარი.
ისევ უნდა დავუბრუნდეთ იმ ნაწილს, რომ ვაიძულოთ ადამიანი დახურულ სივრცეში ისევ ნიღაბი ატარონ, არ მოხდეს ეს შეკრებები გაუთავებელი, არაფრის მომცემი კონფერენციები და ა.შ. ეს ყავა-ჩაის შეხვედრებს არაფერი ისეთი შედეგი არ მოაქვს, როგორც საბოლოო ჯამში ჩვენთვის, მოსახლეობისთვის მოაქვს და მოქალაქეებისთვის,“ - აცხადებს დევი ტაბიძე.