ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციას შვილოსნობის უნარზე არანაირი გავლენა არ აქვს. მისი თქმით, თუნდაც pfizer-თან მიმართებაში ჩატარებულია უამრავი კვლევა და მეცნიერულად მსგავსი მოსაზრება, რომ მას შვილოსნობის უნარზე რაიმე გავლენა აქვს, არ დადასტურებულა.
"ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია, იგივე pfizer-თან მიმართებაში, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სინგაპურის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, ყველა ეს მონაცემები აჩვენებს, რომ არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალბატონის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია აბსოლუტურად ამ ვაქცინებს და მსგავსი რამ სტატისტიკურად და მეცნიერულად არ დასტურდება და მითებს და არასწორ ინფორმაციას ნუ ჩაეჭიდებიან.
ჩვენ თუ გვეყოლება მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი და ამას მივაღწევთ და ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, სხვანაირად არ გამოვა მართვა, შეიძლება იყოს დადებითი შემთხვევები, მაგრამ ჩვენ არ გვექნება მაღალი ჰოსპიტალიზაცია და არ გვექნება სიკვდილობის ეს ციფრები. თითქოს მივეჩვიეთ, 20 ადამიანი მოკვდა, 26 მოკვდა და მარტო ციფრების სახით ვუყურებთ და იმის უკან რა დგას და რამხელა ტკივილი დგას, ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველას გვესმოდეს. საქართველო 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებლით დღეის მონაცემით მსოფლიოში გახლავთ 12-ე ადგილზე. ეს არის ტრაგედია,“ - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.