16 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
დაცული ტერიტორიები UNESCO​-ს სიაში - აქვს, თუ არა ქვეყანას შანსი ტურისტების რაოდენობა გაზარდოს

საქართველოს 4 დაცული ტერიტორია UNESCO​-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა. კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები დღეიდან 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა.

საქართველო ამ ფაქტს 2 წლის განმავლობაში ელოდა, ტერიტორიების UNESCO​-ს რიგებში მოსახვედრად, 2019 წლიდან მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. დღეს კი ისტორიული მოვლენის შესახებ ქვეყანას UNESCO​-ს​ წარმომადგენელმა პირადად ახარა.

ერნესტო ოტონემ ქვეყანას კოლხეთის უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვისთვის და პირვანდელი სახით შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების იუნესკოს ნუსხაში მოხვედრა ქართული მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ პოტენციალს და გაზრდის ადგილობრივ ბიზნესწარმოებას.

დღის ამბები