25 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
ვაქცინაცია თავდაცვის საუკეთესო გზაა თქვენთვის, საყვარელი ადამიანების და ეკონომიკური მდგომარეობის დაცვისთვის - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით, ვაქცინაცია საუკეთესო გზაა. 

ელჩის თქმითვე, აშშ საქართველოს დახმარებას ვირუსთან ბრძოლაში მომავალშიც გააგრძელებს. 

"შეერთებული შტატები მოხარულია, რომ საქართველოში 500 ათასი დოზა pfizer-ის ვაქცინის დონაცია განახორციელა. გვიხარი,ა რომ ამდენი ქართველი მოდის და იცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ, რომ დელტა შტამი უკვე საქართველოშია, ინფექციის შემთხვევები კი იზრდება. ვაქცინაცია თავდაცვის საუკეთესო გზაა,ასევე თქვენთვის, საყვარელი ადამიანების და ეკონომიკური მდგომარეობის დაცვისთვის.

შეერთებული შტატები პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეხმარება საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში, რასაც მომავალშიც გააგრძელებს," - აცხადებს კელი დეგნანი.

დღის ამბები