02 სექტემბერი 2026,   08:54
ვრცლად
ფსიქოტროპული პრეპარატებით უკანონო ვაჭრობის ფაქტებზე სუსში გამოკითხვები გრძელდება

ფსიქოტროპული პრეპარატებით უკანონო ვაჭრობის ფაქტებზე გამოკითხვები გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ათობით პირია დაბარებული.

გამოიკითხნენ აფთიაქების მფლობელები და ფარმაცევტები. გამოძიების ინფორმაციით, კანონდარღვევა 5 ქალაქის 27 აფთიაქში დაფიქსირდა.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მეტის თქმა ფიზიკურად არ შემიძლია. დაბარებული ვართ გამოკითხვაზე, შესაბამისად მოვედით, რომ მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია,"- უთხრა "კურიერს" ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

ჯერჯერობით უკანონო სქემაში მონაწილე პირებს ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვთ, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ეს პროცესი დღეს დაიწყება. 

რაც შეეხება იურიდიულ კომპანიებს, სანქციები გატარდება მათ მიმართაც.

სააფთიაქო ნარკომანიის ახალ ფაქტებთან დაკავშირებით, ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილია 27 აფთიაქი, რომელიც რეცეპტით განკუთვნილ პრეპარატებს უნებართვოთ ყიდდა. გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს,  უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. 

დღის ამბები