ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნის "ეჯაილ სფირითი 2021"-ის ფარგლებში ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საჩვენებელი წვრთნა გამართეს. სწავლება 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
ვაზიანის პოლიგონზე სამხედროებმა საგუშაგოს შეტევის ოპერაცია განახორციელეს. სცენარის მიხედვით, დაიჭრა ერთი სამხედრო, რომლის ევაკუაცია განხორციელდა.
საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.