20 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
თეა წულუკიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა

თეა წულუკიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა. 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, სიმბოლურია, რომ სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ადგილად ეთნოგრაფიული მუზეუმი შეარჩიეს.

როგორც წულუკიანმა პრეზენტაციისას განაცხადა, გეგმის თანახმად, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ერთ-ერთი წამყვანი მწვანე მუზეუმი იქნება საქართველოში.

"ჩვენ 10 წლის თავზე ვვარაუდობთ, რომ ის მტკივნეული საკითხი, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს – მუზეუმების მართვა, თანამედროვე სტანდარტით იყოს შემუშავებული, მოქმედებდეს ერთიანი პოლიტიკა და ჩვენს მუზეუმებში დაცული ექსპონატების 100 პროცენტი ასევე იყოს აღრიცხული ელექტრონულ პლატფორმებზე," - აღნიშნა მინისტრმა.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სამეცნიერო საქმიანობას.

როგორც წულუკიანმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა, ამ წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენენ იმას, რაც  წინა ხელისუფლების დროს იქნა დაკნინებული.

 

დღის ამბები