ფსიქოტროპული პრეპარატებით უკანონო ვაჭრობის საქმეში მონაწილე პირებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
სუსში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აფთიაქების მფლობელები და ფარმაცევტები გამოიკითხნენ.
"ერთ-ერთი აფთიაქის დირექტორია გამოკითხვაზეა დაბარებული გამომძიებელთან და ამ მიზეზით გამოვცხადდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, კერძოდ ანტიკორუფციულ სააგენტოში. ყველაფერს, რა ამოიღეს, რა რაოდენობით ამოიღეს და ამოიღეს თუ არა საერთოდ, რომ შევალთ გავერკვევით,"- აცხადებს ადვოკატი ლელა გოგოლაძე.
გამოძიების ინფორმაციით, კანონდარღვევა 5 ქალაქის 27 აფთიაქში დაფიქსირდა.