"იCოდე, ჰეპატიტი არ იCდის" - ამ სლოგანით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი პირები.
მათ C ჰეპატიტის მდგომარეობაზე საქართველოში და მის პრევენციის მექანიზმებზე ისაუბრეს.