საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი 18-49 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან აიცრა, ამის შესახებ NCDC-ს ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 15 მარტი-25 ივლისის მონაცემებს ასახავს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კვლევით, ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 75+ ასაკობრივ კატეგორიაში შეინიშნება.
NCDC-ის კვლევით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ასაკის მიხედვით კი ასე გამოიყურება:
18-49 ასაკობრივ კატეგორიაში - 46.95%
60-64 ასაკობრივ კატეგორიაში - 9.99%
55-59 ასაკობრივ კატეგორიაში - 9.89%
65- 69 ასაკობრივ კატეგორიაში - 9.19%
50-54 ასაკობრივ კატეგორიაში - 8.89%
70 -74 ასაკობრივ კატეგორიაში - 7.79%
75+ ასაკობრივ კატეგორიაში - 7.29%.