30 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 2712 ადამიანი დაინფიცირდა.
გარდაიცვალა კიდევ 25 ინფიცირებული პირი. ამასთან, გამოჯანმრთელდა 1561 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge- ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 39126, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21775, PCR ტესტით - 17351.
სულ აცრილია - 464 875, დღიურად აცრილია - 14 738.
კორონაპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირდა 416 338, გარდაიცვალა 5 793 ადამიანი, ხოლო ვირუსი დაამარცხა 381 246-მა პირმა.