მწერლების ბოიკოტი "ლიტერას" - მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები და გამომცემლები ლიტერატურულ კონკურსში ჟიურის მეხუთე წევრის - იოსებ ჭუმბურიძის დანიშნვას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ჭუმბურიძე წარმოადგენს კულტურის მინისტრის მრჩეველს და მათთვის მიუღებელია სამინისტროს ამგვარი ჩარევა ლიტერატურულ პროცესებში. როგორც ლიტერატურული წრის წარმომადგენლები ამბობენ, კონკურსი 5 წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის თავისუფალი იყო პოლიტიკური სარჩულისგან.
მწერლების პროტესტს შეუერთდნენ ჟიურის წევრები. ჟიურის დატოვების შესახებ განცხადებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს ოქტაი ქაზუმოვმა, რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა და ბელა წიფურიამ.
ლიტერატურული პრემია "ლიტერას" 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნი იყო წარმოდგენილი. საკუთარი ნაწარმოები კონკურსიდან 20-მდე ადამიანმა მოხსნა.