ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელში.
"მისი რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე მიღებული გამოცდილებიდან და აცრების შემდეგ გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, Pfizer-ით ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც.
თბილისში არის რამდენიმე დიდი ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, ასე რომ ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც,"- განმარტა თამრ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმითვე, დღევანდელ იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე საუბარი იყო სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზეც.