20 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
რეანიმატოლოგი ვაქცინაციის პროცესში აუცილებელი არ არის - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება უკვე შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი გაიზარდოს ვაქცინაციის პროცესი.
 
კითხვაზე, არის თუ არა აუცილებელი რეანიმატოლოგი ესწრებოდეს ვაქცინაციის პროცესს, ჩხაიძე აცხადებს, რომ აუცილებელი არაა.
 
"რეანიმატოლოგი ვაქცინაციის პროცესში აუცილებელი არ არის. აუცილებელია ეს პერსონალი იყოს ტრენირებული Pfizer-ის ვაქცინის მოთხოვნის შესაბამისად. ყველა ვაქცინას თავისი  განსაკუთრებული პირობები აქვს, შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვაქცინაცია დავიწყეთ, პერსონალი ტრენირებული იყო "ასტრაზენეკას" ვაქცინის მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგ "სინოფარმის" "სინოვაკისა" და "ფაიზერის". გარკვეული ნიუანსებია, თუმცა ძირითადად ერთი და იგივეა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენირების პროცესში ეს არის დროული და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა შესაძლო ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების თვალსაზრისით. ყველა ის დაწესებულება, რომელიც ჩართვება იმუნიზაციის პროცესში კიდევ ერთხელ იქნება ტრენირებული. ყველა ამ პროცესს აკონტროლებს ალეროგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი - მაია გოთუა და ბიძინა კულუმბეგოვი," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ "დღის კურიერის" ეთერში.
დღის ამბები