25 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
ეპიდემიოლოგიური სიტუაცია წელს იმაზე სავალალოა, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში იყო - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი 

​აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია წელს იმაზე სავალალოა, ვიდრე ეს გასული წლის ამავე პერიოდში იყო.  ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, მიმდინარე წელს უფრო სავალალო გვაქვს, ვიდრე ეს გასული წლის ამავე პერიოდში იყო. შესაბამისად, შემთხვევების მატება მომატებულ რისკებთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში კი, ეს გახლავთ რეგიონში სიმრავლე და სოციალური მობილობა. ამ დროისთვის ჩვენი მთავარი გამოწვევა არის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა და ვაქცინაციის ტემპის გაზრდა,"- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ. 

დღის ამბები