განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასების მატება ეტაპობრივად დაიწყება.
მისივე თქმით, გათვალისწინებულია ასევე მასწავლებლების ხელფასების მატებაც.
მასწავლებლების ხელფასები, როგორც საშუალო სკოლის, ასევე პროფესიულის, ეს გახლავთ გათვალისწინებული ეტაპობრივად. აქ სხვადასხვა სიტუაცია გვაქვს და მექანიზმების დახვეწაზე იქნება საუბარი.
რაც შეეხება მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასების მატებას, ეს პირდაპირ არის ჩადებული. დაიწყება მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდა," - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა "დღის კურიერის" ეთერში.