როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ, 31 ივლისს თბილისსა და რეგიონებში:
ხვალ ბათუმში 28, ფოთში კი 27 გრადუსი სითბო იქნება. +28 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.
ზუგდიდში ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება. +29 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში. 31 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.
ლენტეხსა და ცაგერში +28, ამბროლაურშიც +28 გრადუსია მოსალოდნელი. 29 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.
გორში 31 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი. 31 გრადუსი სიხეა მოსალოდნელი თბილისსა და რუსთავშიც.
28 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავსა და სიღნაღში, ხოლო ყვარელში +30 გრადუსია ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების ცნობით, 3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, თბილისში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.