საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტშიც. ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში აცრის მსურველებს 2 კაბინეტი შეუფერხებლად ემსახურება. კლინიკაში მობილიზებულია 3 ამცრელი ბრიგადა. აცრა ჩინური წარმოების "სინოფარმის ვაქცინით მიმდინარეობს.
ორშაბათიდან დუშეთის "ჯეო ჰოსპიტალსში" "ფაიზერით" აცრაც ემატება. ვაქცინაზე უკვე დარეგისტრირებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
საერთო ჯამში, ჰოსპიტალს ვაქცინაციისთვის 5 რეგიონში 14 ამცრელი პუნქტი აქვს გახსნილი.