27 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
დაკარგულ ქალს კინოლოგებიც ეძებენ - ავსტრალიელი მასწავლებლის ოჯახის წევრები საქართველოში მოემგზავრებიან

ავსტრალიელ პედაგოგს კვლავ ეძებენ. ინგლისურის მასწავლის მეგობრების განცხადებით, ახალგაზრდა ქალი პარასკევს გაუჩინარდა. ამის შესახებ მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტრო და კინოლოგები ჩაერთვნენ, დაწყებულია გამოძიება.

შანაე ბრუკის ავსტრალიელი მეგობრის განცხადებით, თბილისში დაკარგულის ოჯახის წევრები მოემგზავრებიან, ისინი, სავარაუდოდ, გვიან ღამით ჩამოვლენ. ასევე, თბილისში ჩამოსვლას აპირებს ავსტრალიის კონსული და უშუალოდ ჩაერთვება პროცესში. 

შანაე ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელია. 

დღის ამბები