20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
ცნობილია კონტრაბანდისტი ძმების ვინაობა, რომელთაც საქართველოს გავლით უკრაინაში 75 მლნ-ის "ჰეროინი" შეიტანეს

ცნობილი ხდება თურქი კონტრაბანდისტების ვინაობა, რომელთაც საქართველოს გავლით უკრაინაში 75 მილიონი ლარის ღირებულების "ჰეროინი" შეიტანეს. 

კიევის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მასშტაბურ ნარკოტრანზიტში მხილებულ თურქ ძმებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

უკრაინული მედიის ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - 29 წლის ჰუსნა სერდარი და მისი უმცროსი ძმა, 21 წლის ნადირ სერდარი 368 კილოგრამი "ჰეროინის" შეტანას ირანიდან ევროპის ქვეყნებში სომხეთის, საქართველოს და უკრაინის გავლით ცდილობდნენ. 

ნარკოტრანზიტის სქემა უკრაინაში გამოაშკარავეს და კონტრაბანდისტი ძმები დააპატიმრეს. საერთაშორისო გამოძიებაში ჩართულნი იყვნენ ქართველი, უკრაინელი და ამერიკელი სამართალდამცველები. 

გამოცემა detectiv Info-ს ცნობით,  სომხეთის და საქართველოს გავლით  ირანული ნარკოტიკები სამშენებლო მასალების საფარქვეშ გადაჰქონდათ.  ტვირთი  16 ივლისს კიევში, ნაბერეჟნო-პეჩერსკის გზაზე მდებარე საწყობში დაცალეს. დაფასოებული ნარკოტიკები დამალული  აგურის ღრმულებში, თითოეულში 300 გრამი.

სამართალდამცველები დაელოდნენ შესაბამის მომენტს და ნარკოტრანზიტში ბრალდებული ძმები დააპატიმრეს. 

ფაქტზე რამდენიმე დღის წინ განცხადება გაკეთდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

დღის ამბები