20 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
პრინცესა დიანას საქორწილო ტორტის ნაჭერი აუქციონზე გაიყიდება - სამეფო ტკბილეული 40 წლის არის

პრინცესა დიანას საქორწილო ტორტის ნაჭერი ათეული წლების შემდეგ აუქციონზე იყიდება. ეს სავარაუდოდ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტკბილეული იქნება, რომელსაც მყიდველი ალბათ არც კი შეჭამს. 

პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას ქორწილი 1981 წელს გაიმართა, შესაბამისად, აუქციონზე გატანილი სამეფო ტორის პატარა ნაწილი არც მეტი არც ნაკლები - 40 წლის არის. 

28 უნცია წონის ტორტის ნაჭერი ერთ-ერთია იმ 23 ტორტიდან, რომელიც სამეფო ქორწილისთვის 40 წლის წინ დამზადდა. გასაყიდად გატანილი ტკბილეული გამოირჩევა იმით, რომ ტორტის ამ ნაჭერზე გამოსახულია ოქროთი მორთული გერბი. 

40 წლის ტორტის ნაჭერი პლასტმასის კონტეინერში ინახებოდა და 2008 წელს ის სმიტების ოჯახის სახელით ფირმა Dominic Winter Auctioneers-ს მიჰყიდეს. 

აუქციონის თანამშრომლის თქმით, აუქციონის უცნაური ლოტი კარგად გამლიყურება, თუმცა მის მომავალ მფლობელს, ადმინისტრაცია მაინც ურჩევს, რომ 40 წლიანი სამეფო ტორტის ნაჭერი არ შეჭამოს. 

აუქციონზე კი ამ უცნაურ ნუგბართან ერთად იყიდება სამეფო ქორწილის "პროგრამა" და "მომსახურების გეგმა". აუქციონი 11 აგვისტოს შედგება. წინასწარი ვარაუდით, პრინცესა დიანას საქორწილო ტორტის ნაჭრის ფასი მინიმუმ 200 ფუნტი იქნება, რაც 278 დოლარის ექვივალენტია.

ცოტა ხნის წინ ასევე აუქციონის წესით 72 000 დოლარად გაიყიდა ავტომობილი, რომელიც პრინცმა ჩარლზმა ლედი დის ნიშნობის საჩუქრად მიუძღვნა.  

დღის ამბები