19 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართველი და ამერიკელი სამხედროების საჰაერო-სადესანტო საჩვენებელი სწავლება გაიმართა

"ეჯაილ სფირითი 2021" გრძელდება. ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართველი და ამერიკელი სამხედროების საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა.

დღევანდელი წვრთნა საქართველოს თავდაცვის ძალების, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და ევროპაში ამერიკის საჰაერო ძალების ერთობლივი მონაწილეობით გაიმართა.

საჰაერო დესანტირების შემდეგ სადესანტო ჯგუფების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა პარტნიორობისა და მეგობრობის ნიშნად ერთმანეთს პარაშუტისტების ბეჯები გაუცვალეს.

"მოხარული ვარ, რომ დავესწარი ამ შთამბეჭდავ სანახაობას, თუ როგორ დაეშვნენ პარაშუტებით თვიფრინავებიდან. ესენი არიან საქართველოს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის ჯარისკაცები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, რომ ამ ძალებს აქვთ ურთიერთ თავსებადობა და მობილობა, რაც აუცილებელია საჭიროების შემთვევაში. ასეთი ტიპის სავარჯიშოების რეგილარულად ჩატარება არის აუცილებელი საფრთხეების შესაკავებლად და ასევე იმისთვის, რომ იგრძნონ თავდაჯერებულობა, რომ ძალები მზად არიან რეაგირება მოახდინონ სხვადასხვა გამოწვევებზე,"- აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართელოში კელი დეგნანი.

დღის ამბები