20 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
პროტესტი ხელვაჩაურში - სამართალდამცავებმა ადგილობრივების მიერ გაშლილი სამი კარავი აიღეს

ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურში, სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, გამთენიის 6 საათზე სამართალდამცავებმა ადგილობრივების მიერ გაშლილი სამი კარავი აიღეს.

მშენებლობის მიმდებარედ მცხოვრებლებს თვეზე მეტია პროტესტის ნიშნად კარვები აქვთ გაშლილი, ისინი კომპენსაციებს და ალტერნატიულ ფართს ითხოვენ. აცხადებენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლებს სწორედ გზის მშენებლობის გამო მიადგა ზიანი.

მათ არაერთხელ მიმართეს როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა ამ დრომდე პრობლემა არ მოგვარებულა.

დღის ამბები