საყოველთაო ვაქცინაცია რეგიონებში გრძელდება. ამჯერად, ვაქცინაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ქუთაისში შეუერთდნენ.
მასშტაბური იმუნიზაციის ფარგლებში 22 თანამშრომელი "სინოფარმით" აიცრა. პროცესს ადგილზე გაეცნო მინისტრის მოადგილე.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, ვაქცინაციის პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რადგან საყოველთაო იმუნიზაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრულველყოფის მიზნით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.