20 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
საქსტატის მონაცემებით ივნისის თვეში ეკონომიკა 18,7%-ით გაიზარდა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქსტატის მონაცემებით ივნისის თვეში ეკონომიკა 18,7%-ით გაიზარდა -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს.

"პარასკევს ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ივნისის თვის მაჩვენებელი, რომელმაც შეადგინა 18,7%. ეს ადასტურებს თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენა. მე ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილში ჩვენ გვქონდა 45% -იანი ზრდა, მაისში 25%-იანი ზრდა, ახლა უკვე ივნისში დაფიქსირდა 18,7% -იანი მაჩვენებელი, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12,8%, 6 თვეში ჩვენ ეკონომიკის ასეთი უპრეცედენტო ზრდა გვქონდა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესს, რომ ახალი პროექტების დაფინანსებას ხელი შევუწყოთ. ამისთვის ქალბატონი ნათია დღეს წარმოადგენს განახლებულ პაკეტს „აწარმოე საქართველოში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები