აბაშაში დაკარგულ მამაკაცს თხილნარის მიმდებარედ ხელოვნურ ტბაშიც ეძებენ. მისი კვალის ძებნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამართალდამცავები და ახლობლები არიან ჩართულები.
ცნობისთვის, აბაშის რაიონის ერთ-ერთ სოფელში თხილის საკრეფად წასული 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გაუჩინარდა. ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან იყო წასული, მუშაობის პროცესში მამაკაცი ჯგუფს ჩამორჩა, მას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე დაკარგული მამაკაცის კუთვნილი მობილური ტელეფონი იპოვეს, რომელსაც, სავარაუდოდ, სამართალდამცველები სწავლობენ.