20 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
წამლების გაზრდილი ფასი - კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

წამლების გაზრდილი ფასი და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია - კონკურენციის სააგენტომ მონიტორინგი აწარმოა და შუალედური ანგარიში საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარედგინება.

"ჩვენი ინტერესის საგანია, განვსაზღვროთ და შევაფასოთ არასაბაზრო ფაქტორების გავლენა ფასწარმოქმნაზე და თუ მსგავსი რამ ხდება და ის წინააღმდეგობაშია კონკურენციის კანონმდებლობასთან, ბუნებრივია მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება, რეკომენდაციების სახით ჩვენს მიერ წარმოდგენილ მონიტორინგში.

ჩვენი მონიტორინგის ერთ-ერთი ნაწილი იქნება, თუ რა არის საჭირო იმისთვის, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, რომ ბაზარი იყოს კიდევ მეტად გახსნილი და კონკურენტუნარიანი," - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღეს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან.

დღის ამბები