20 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
აქტიური შემთხვევების რაოდენობით გავუთანაბრდით ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აქტიური შემთხვევების რაოდენობით საქართველო  ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას გაუთანაბრდა. მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია.

"ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა იყო თითქმის სტაბილურად 3000-მდე, რაც ბუნებრივია ქმნის სერიოზულ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ჰოსპიტალური სექტორი არის მაქსიმალურად მობილიზებული, ყოველდღიურად ერთვება დამატებითი საწოლფონდი​. შემთხვევების რაოდენობით ჩვენ გავუთანაბრდით ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას.

პრაქტიკულად. ჩვენ უკვე კოვიდკლინიკად გადავაკეთეთ ყველა ის დაწესებულება, რომელიც პანდემიის პროცესში თავიდანვე იყვნენ კოვიდპაციენტების მიმღები," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები