ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი ბოლო თვის განმავლობაში გასამმაგდა.
"გასამმაგებულია საშუალო მაჩვენებელი ბოლო თვის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და კიდევ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ გააქტიურდეს ვაქცინაცია.
მე ვფიქრობ, რომ სექტემბრის ბოლომდე უნდა გვქონდეს ჩვენი სამიზნე მაჩვენებლის საკმაოდ დიდი პროცენტი უკვე მოცული. საკმაოდ მაღალია მოქალაქეების აქტივობა," - აღნიშნა გაბუნიამ.