ამ წუთებში, თბილისში, მტკვარში საძიებო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, თვითმხილველმა 112-ში დარეკა და შეატყობინა, რომ, სავარაუდოდ, მდინარეში ადამიანი გადავარდა.
სამაშველო ღონისძიება უკვე რამდენიმე საათია გრძელდება. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს 20-მდე მაშველი, მათ შორის არიან მყვინთავები, გამოიყენება მცურავი საშუალებები და ასევე, ფსკერის სკანირების სპეციალური მოწყობილობა.