ფარმაცევტულ ბაზარზე გაზრდილი და, ხშირ შემთხვევაში, გაბერილი ფასების გამო პრემიერი კონკურენციის სააგენტოს და ჯანდაცვის უწყებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ კონკურენციის სააგენტოს შუალედური ანგარიშის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
"კურიერის" არაერთი მცდელობის მიუხედავად, ფარმაცევტული კომპანიები წამლის გაზრდილ ფასებზე კომენტარს გაურბიან, პენსიონერები კი ამბობენ, რომ კატასტროფულად გაზრდილი ფასების გამო საჭირო მედიკამენტების ნაწილსაც კი ვერ ყიდულობენ.