20 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
მალე 112-ში შეტყობინების გაგზავნა აპლიკაციით იქნება შესაძლებელი - შინაგან საქმეთა სამინისტრო რეფორმებს იწყებს

მალე, სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის მისამართად სატელეფონო ზარის განხორციელება აღარ იქნება საჭირო -  მოქალაქეებს ტელეფონებში დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია ექნებათ, რომლის საშუალებითაც ძალოვანი უწყების კონკრეტულ დანაყოფთან შეძლებენ დაკავშირებას.

უახლოეს 10 წელიწადში შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით დამატებით ვიდეოკამერების, მათ შორის, ზოგადი ხედვისა და ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერების დამონტაჟებასაც გეგმავს. უწყება პოლიციელებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებასაც აპირებს. 

დღის ამბები