მაშველები მტკვარში გადამხტარ მოქალაქეს მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.
მამაკაცი მდინარეში გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადახტა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 20-მდე მაშველი, ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავები, მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.