გლდანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია გაქურდეს, წაღებულია 10 000 ლარამდე ღირებულების ტექნიკა.
როგორც ადგილზე ამბობენ, ქურდობა გადაღებულია სათვალთვალო კამერით და ვარაუდობენ, რომ დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.
ჩანაწერებში ჩანს ორი პირი - სამედიცინო ნიღბებით და კეპებით.
შეგახსენებთ, იგივე სქემით ტექნიკის მაღაზია ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გაქურდეს.