მაშველები მტკვარში მოქალაქეს მეორე დღეა ეძებენ. მამაკაცი მდინარეში გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გასულ ღამეს გადახტა.
ადგილზე 20-მდე მაშველი მუშაობს, ოპერაციაში ჩართულები არიან ასევე მყვინთავები.
სამაშველო სამუშაოები 4 კილომეტრის მანძილზე მიმდინარეობს. მღვრიე წყალში შეზღუდულ ხილვადობასთან ერთად, სამუშაოებს, მტკვარში წყლის მაღალი დონე აფერხებს.
ჯერჯერობით დაკარგულის ვინაობა ცნობილი არ არის. მოქალაქეებმა 112-ში დარეკეს და აცნობეს, რომ სავარაუდოდ 40 წლამდე მამაკაცი გალაკტიონის ხიდიდან გადახტა.
იმ ადგილას, სადაც სამაშველო სამუშაოები მინდინარეობს, ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა, ვინც დაკარგულს ეძებს.