06 მაისი 2024,   06:29
ვრცლად
შანაე ბრუკის მკვლელს ჯერ კიდევ ეძებენ - გარდაცვლილის ძმა საქართველოში ჩამოვიდა

პოლიცია ავსტრალიის მოქალაქის მკვლელს ეძებს. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები გრძელდება.

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიების პროცესში ჩაერთვება მოკლულის ძმაც, ოჯახის სხვა წევრები კი ჩამოსვლას ჯერ ვერ ახერხებენ.

"ბევრი არაფერი ვიცი ამ საშინელი ფაქტის შესახებ. ერთი რაც ვიცი ის არის, რომ შეინის ძმა საქართველოშია. შესაძლოა, პოლიციამ ის უკვე გამოკითხა, მაგრამ დაზუსტებით ამ ინფორმაციის თქმა არ შემიძლია. ჯერჯერობით მასთან კომუნიკაცია არ მქონია,"-აცხადებს გარდაცვლილი შანაე ბრუკის მეგობარი როს თომსონი. 

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, 30 ივლისს შანაე ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ძებნაში პოლიცია ჩაერთო, 31 ივლისს კი შანაე ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები