20 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია... მერე გვიანი იქნება - ბიძინა კულუმბეგოვი 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში, მომატებული ინფიცირებული მაჩვენებლის ფონზე, იმ შეზღუდვებზე წერს, რომელიც მისი აზრით, ამ პირობებში აუცილებელია:

"სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება," - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. 

შეგახსნებთ, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 827  ადამიანი დაინფიცირდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები