მტკვარში ჩავარდნილი მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან ერთად 20-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე მყვინთავები არიან ჩართული.
მამაკაცი მდინარეში გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ორი დღის წინ გადახტა.
მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები პრაქტიკულად შეუჩერებლად მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით, უშედეგოდ.