ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არიან ჩართული სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადსხვა განყოფილების წარმომადგენლები დილიდან "ჰუალინგის" სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე ვაქცინაციის ცენტრში იცრებიან.
დღეს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში 100-მდე თანამშრომელი აიცრება.
ჰუალინგის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრში, გარდა შინაგან სამინისტროს თანამშრომლებისა, ვაქცინაციის ჩატარება სხვა მოქალაქეებსაც შეუძლიათ.