03 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
ცეცხლის 81 კერას 500-ზე მეტი მეხანძრე, 150 სპეცტექნიკა და ავიაცია ებრძვის - ხანძრის კერებმა ათენამდე მიაღწია

საბერძნეთი უკვე რამდენიმე დღეა ხანძარს ებრძვის. ხანძრის კერებმა ათენამდე მიაღწია. შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ისინი საბერძნეთის ხელისუფლების მიერ გამოყოფილ სასტუმროებში განთავსებიან.

ძლიერი დაკვამლიანების გამო 7 ადამიანი რესპირატორული პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი სახლები და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. განადგურებულია ზეთისხილის ბაღები. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, შეფერხებით მუშაობს რკინიგზა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ცეცხლის 81 კერა ფიქსირდება. სტიქიის ზონაში 500 ზე მეტი მეხანძრე, 150 სპეცტექნიკა და ავიაციაა ჩართული. მეხანძრეებს სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები ეხმარებიან.

ქვეყანაში ძლიერ ხანძარს გლობალურ დათბობას უკავშირებენ. წელს საბერძნეთში რეკორდულად მაღალი - 45 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა

დღის ამბები