დღეს ძალოსანთა ტურნირზე მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი ლაშა ტალახაძე შეეცდება წარმატების და ზედიზედ მეორე ოლიმპიური ჩემპიონის წოდების მოპოვებას. 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში როგორც ატაცში, ისე აკვრაში და ორჭიდში, ყველა რეკორდი ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის, შესაბამისად, სწორედ ქართველი ძალოსანია ტურნირის ფავორიტი.
ამ ჯგუფის ძალოსნები 15 საათიდან გამოვლენ, საპრიზო ადგილებისთვის 7 სპორტსმენი იბრძოლებს.
დღესვე გაიმართება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის ფინალური ბლოკი, ქართველი მოჭიდავე რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.