20 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
ინფიცირების 4000 შემთხვევაზე მეტი მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფიცირებულებისთვის დამატებითი კლინიკების მობილიზება ხდება, დაემატა პაციენტებისთვის ონლაინკლინიკის პერსონალიც.

"4 ათასზე მეტი შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება, 7 ათასამდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული და დამატებითი კლინიკები ერთვებიან იმისთვის, რომ თუ პაციენტს სჭირდება ჰოსპიტალური მართვა იყოს ჰოსპიტალში. ემატება სასტუმროებიც და ბინაზე 27 000-მდე პაციენტი იტარებს მკურნალობას. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი იმისთვის, რომ სატელეფონი ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს და სწრაფად მოხდეს საწყისი შეფასება პაციენტის.

მთავარი დაცვის საშუალება არის პირბადის გამოყენება და პროგნოზულად პირბადის გამოყენების გაზრდის შემთხვევაში ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ პიკი იყოს შედარებით ხანმოკლე და შემდეგი მატება არ მივიღოთ," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები