22 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
ვაქცინირებულ პირებს, კოვიდგადატანილ და PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე მოქალაქეებს 7 აგვისტოს მუსიკალურ ფესტივალზე დასწრება შეეძლებათ

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის საპილოტე ღონისძიება - 7 აგვისტოს მუსიკალურ ფესტივალზე დასწრება შეეძლება სრულად ვაქცინირებულ პირებს, ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს, ასევე, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.

TKT.GE-ის მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, რომ თუკი აღნიშნული ღონისძიების შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი დადგენილ მინიმალურ ზღვარს არ გადააჭერბებს, მსგავი პირობებით მუსიკალური ფესტივალები კვლავ ჩატარდება. 

"TKT.GE -მ ტექნიკურად ახალი პორტალი შესთავაზა მომხმარებლებს, რომელიც ახალ რეგულაციებთან პირდაპირ თანხვედრაში მოდის. რაც საშუალებას გვაძლევს ღონისძიების შემდეგ ვაკონტროლოთ დაინფიცირების პროცენტი. თუ არ აღემატება კონკრეტულ მინიმალურ ზღვარს დაინფიცირების, ამის შემდეგ მოხდება არა მარტო ამ ღონისძიების, არამედ სამომავლოდ ყველა ღონისძიების ჩატარება ძალიან უსაფრთხო გარემოში,“ - ამბობს ”TKT.GE/DIY”-ის მარკეტინგის მენეჯერი, ნინკა მიშელაძე.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები