2 დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია.
საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი, 3 მყვინთავი, ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო "ექოლოტი".