20 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ტურისტი თელავის საავადმყოფოში მკურნალობს - მანქანა გზიდან ხევში გადავარდა

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 35 -ე კილომეტრზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ტურისტი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ლაურა ნოელის დაზიანებები თავის და კისრის არეში აქვს მიღებული.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და პირველადი კვლევის მიხედვით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

30 წლამდე ქალი თუშეთის მიმართულებით მოძრავი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა .შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა 66 წლის კაცი.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები