20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
პოპ-ვარსკვლავი რიანა Forbes-ის მონაცემებით ოფიციალური მილიარდერია

რიანა Forbes-ის მონაცემებით ოფიციალური მილიარდერია. გამოცემის ინფორმაციით, ის მილიარდერთა სიაში პირველი ქალი მომღერალია. 

პოპ-ვარსკვლავის ქონება 1,7 მილარდი დოლარია, 1,4 მილიარდად მხოლოდ მისი კოსმეტიკური კომპანია  Fenty Beauty-ია შეფასებული. დანარჩენი ქონება ძირითადად თეთრეულის კომპანია Savage x Fenty-ზე მოდის, რომელიც 270 მილიონი დოლარი ღირს, ასევე მილიარდერის ქონების დარჩენილი ნაწილი რიანას მუსიკას და სამსახიობო ხელოვნებას მოიცავს. 

ბარბადოსელი მომღერალი რიანა მილიარდერთა სიაში, როგორც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი, მხოლოდ ოპრა უინფრის ჩამორჩება.

დღის ამბები