საქართველოში კორონავირუსის 3670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაცია NCDC-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
ბოლო 24 საათში ინფექციას კიდევ 38 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 2626 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 8.67%-ია, 14 დღიანი კი - 7.85%.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 20 845 ადამიანი აიცრა.
ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში პანდემიის პერიოდში დაღუპულთა თითქმის 100 პროცენტი აუცრელი იყო.